მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიევის დაბომბვა 1941 წელს გვაგონებს“ - უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

62187b4dccfcb
ვიქტორია მღებრიშვილი
25.02.22 10:47
1009
25 თებერვლის დილას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა. მან რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მათი შეიარაღებული ძალები სამოქალაქო ძალებს არ უტევენ, სიცრუე უწოდა.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარმა რუსეთს სამხედრო მოქმედებების პირველ დღესვე უკრაინის დაპყრობის ჩანაფიქრის განხორციელების საშუალება არ მისცა. ამასთან, ხუთშაბათს საღამოს რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ რუსულმა ჯარმა ოპერაციის პირველი დღის ყველა დასახულ მიზანს მიაღწია.

„ჩვენს ქვეყანას ამ დილით მარტონი ვიცავთ. ისევე როგორც გუშინ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ძალები შორიდან უყურებენ. გადაარწმუნეს თუ არა რუსეთი გუშინდელი სანქციებით? ჩვენ ციდან გვესმის და მიწაზე ვხედავთ, რომ ეს საკმარისი არ ყოფილა. ადრე თუ გვიან რუსეთი უნდა დაგველაპარაკოს. უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ როგორ დავასრულოთ ეს სამხედრო მოქმედებების და რა გზით შევაჩეროთ მათი აგრესია და შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. რაც უფრო მალე დაგველაპარაკება რუსეთი, მით უფრო ნაკლები მსხვერპლი ექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინელები მათ გმირულ სულისკვეთებას დემონსტრირებენ და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მათ ქვეყნის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, კიევის და უკრაინის სხვა ქალაქების დაბომბვის შემდეგ გავრცელდა.

„მხოლოდ უკრაინელების სოლიდარობასა და სიმამაცეს შეუძლია ჩვენი თავისუფლების გადარჩენა და სახელმწიფოს დაცვა. ჯარი, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდია, პოლიცია, დაზვერვა, ტერიტორიული თავდაცვის ძალები - თავის საქმეს ყველა მაქსიმალურად ასრულებს.

ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, სიმართლე ჩვენს მხარესაა... „კალიბრის“ რაკეტები ჩვენი თავისუფლების წინაშე უძლურნი არიან. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მან კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთის მოქალაქეებს:

„რუსეთის პატივცემულო მოქალაქეებო! დღეს ღამით დედაქალაქ კიევის საცხოვრებელი სახლების დაბომბვა დაიწყეს. ეს ყველაფერი 1941 წელს გვაგონებს. რუსეთი ყველა მოქალაქეს, ვინც საპროტესტო აქციებზე გადის, მინდა ვუთხრა: ჩვენ გხედავთ თქვენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გესმით ჩვენი. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები