მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კლემენტინი“ რამდენიმე დღეში ახალ ლოკაციაზე მაღაზიას გახსნის

634705e4b789b
მარიამ იზორია
12.10.22 23:20
771
„კლემენტინი“ რამდენიმე დღეში ახალ ლოკაციაზე ობიექტს გახსნის. საუბარია მაღაზიაზე, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღ და ისეთ დეფიციტურ პროდუქტს სთავაზობს, როგორიც იხვი, პომელო, დრაკონის ხილია.

„კლემენტინი“ გეგმებზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ობიექტის თანადამფუძნებელმა ლევან ჭედიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, „კლემენტინი“ ახალი მაღაზია, ჟვანიას ქუჩაზე, დაახლოებით 10 დღეში გაიხსნება.

„კლემენტინი სულ რამდენიმე თვეა, რაც გაიხსნა და მომხმარებელს ისეთ ჯანსაღ და დეფიციტურ პროდუქტს სთავაზობს, როგორიც არის იხვი, პორჩინდი, ცოცხალი თევზი. ჩვენ მხოლოდ ქართველ მომწოდებლებთან არ ვთანამშრომლობთ, გვაქვს იმპორტიც, რადგან ისეთი პროდუქტები შემოვიტანოთ, რომლებიც საქართველოში არ იწარმოება.

რაც შეეხება გაფართოებას, ათ დღეში ახალ ობიექტს გავხსნით. ჩვენი კონცეპტი უბნებში 100-120 კვადრატის ფართობის მაღაზიების შექმნა იყო. ახლაც კომპანიის მიზანია, „კლემენტინი“ თბილისის ყველა უბანში, შემდგომ კი სრულიად საქართველოში იყოს წარმოდგენილი,“ - აღნიშნავს ის.

„კლემენტინი“ თანადამფუძნებელი კომპანიის ოპერირების ორ თვესაც აჯამებს. როგორც ის ამბობს, ორმა თვემ აჩვენა, რომ ქართველი მომხმარებლისგან ხარისხიან ხელმისაწვდომ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები