მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერიკო გუბელაძე: სახელმწიფო იმ ბიზნესს უნდა ეხმარებოდეს, რომელიც მას ბიუჯეტში მილიონობით ლარს უხდის

61f94f035f3ea
ლიკა გურაბანიძე
06.02.22 22:20
1204
“კომუნალური გადასახადები საშინლად გაიზარდა. ბოლო ორი თვეა აბსურდულად მაღალი გადასახადები მოგვდის,” - ამის შესახებ „შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ bm.ge-სთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მათ სექტორს სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება და არა პირიქით ხელის შეშლა.

“მთავრობა ვერაფერში გვეხმარება და გვეუბნება, რომ ეს კერძო სექტორია და ვერაფერს გააკეთებს. დღგს-ს ნაწილში ვერ გვეხმარება და ამბობს, რომ ვერ შეამცირებს, საშემოსავლოს ნაწილშიც არ გვაქვს შეღავათი.

ფაქტია, რომ სარესტორნე ბიზნესს მთავრობა არ ეხმარება და სხვა ყველაფერი თავის მოტყუებაა. არ შეიძლება ბიზნესი, რომელიც ვერ მუშაობს ასე დაახრჩო. ლოგიკურია, სახელმწიფო იმ ბიზნესს ეხმარებოდეს, რომელიც წლებია მას ბიუჯეტში მილიონობით ლარს უხდის. გასული ორი წლის განმავლობაში ბევრი სირთულე იყო. განსაკუთრებულ სირთულეს კი ჩვენი არაადეკვატური მთავრობის გადაწყვეტილებები წარმოადგენდა, არ ვიცოდით მათგან რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა.

შეგრძნება მქონდა, რომ სარესტორნე ბიზნესს ებრძოდნენ. იმის ნაცვლად, რომ ორ მხარეს ერთად გვეთანამშრომლა და გამოსვლამდე მივსულიყავით,” - განაცხადა გუბელაძემ.

მერიკო გუბელაძის, განმარტებით, „შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ შემოსავალმა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 30%-იანი კლება აჩვენა. ხოლო რესტორნებს 2020 წელს 2019 წელთან შედარებით გაყიდვების 70%-იანი კლება ჰქონდა. ასევე, რესტორანში 2020 წელთან შედარებით 2021 წელს ფასების 20%-იანი ზრდა მოუხდათ, რადგან ბაზარზე ნედლეულის შესყიდვა გაუძვირდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები