მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკოლოზ ჩიქოვანი: შუქრუთში ორი მოცემულობა გვაქვს, მადანი და მოსახლეობა, ორივემ თანაცხოვრება უნდა ისწავლოს

60d728529ee86
BM.GE
26.06.21 21:14
432

“შუქრუთის გაფიცვის ფაქტი ძალიან მძიმე იყო.” - ასე აფასებს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი "Forbes-კვირაში" საუბრისას, ჭიათურის სოფელ შუქრუთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. როგორც ის განმარტავს, ოთხი წლის განმავლობაში  შუქრუთში არ ყოფილაადგილი, სადაც კომპანიამ მადანმოპოვებითი სამუშაოები გაუფრთხილებლად აწარმოა.

“ჯორჯიან მანგანეზი მის მიერ მოსახლეობასთან დადებული შეთანხმებით უკვე მხარე გახდა. თავდაპირველად მედიატორის როლი ჰქონდა. ახლა ხელმომწერები არიან "ჯორჯიან მანგანეზი", კომპანიის ქვეკონტაქრტორი და შუქრუთის მცხოვრებლები. ჩვენ შუქრუთში ორი მოცემულობა გვაქვს: მადანი და მოსახლოება, ორივემ თანაცხოვრება უნდა ისწავლოს და არცერთის ხარჯზე მეორემ სიკეთე არ უნდა მიიღოს,” - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე განმარტებით, შუქრუთელი მოსახლეობით ბევრი მხარე, მათ შორის პოლიტიკოსებიც მანიპულირებენ.

“როგორ გითხრათ, რომ ეს ხვალ არ განმეორდება? ჩვენ ხშირი არჩევნები გვაქვს, ახლაც მოდის არჩევნები და შესაძლოა ეს თემა პოლიტიკოსებმა გამოიყენონ. თუმცა, ჩვენ ამის საფუძველს არ მივცემთ. ჩვენ მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული და ვართ ღია ყველასთან, რათა პროცესის მონიტორინგი მოხდეს.” - აღნიშნა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის: 10 ივნისს ორ მხარეს შორის შეთანხმება შედგა და შუქრუთში პროტესტის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

„კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ არჩევანის უფლება ექნებათ.

1. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში.

2. ან მათივე მოთხოვნის მიხედვით, ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები