მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიუ-იორკში „აჭარა ჯგუფის“ მიერ სასტუმრო ROOMS-ის გახსნა დროებით გადაიდო

619252b36d1ff
ელენე გოგბერაშვილი
16.11.21 00:13
1200
ნიუ-იორკში სასტუმრო ROOMS-ის გახსნა დროებით, პანდემიის გათვალისწინებით გადაიდო, თუმცა აღნიშნული ბრენდის სასტუმროს ქსელის გაფართოება საქართველოს საზღვრებს გარეთ „აჭარა ჯგუფის“ სამომავლო გეგმებში კვლავ განიხილება.

"კოლექტივ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ბერიშვილი BM.GE-სთან ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, ROOMS-ის ბრენდის სასტუმრო აშშ-ს გარდა სხვა ქვეყნებშიც იყოს წარმოდგენილი.

„პანდემიამ სასტუმროების ბიზნესზე გლობალურად გავლენა იქონია, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სამომავლოდ ეს გეგმა დაუბრუნდეს საწყის ეტაპს არამარტო ნიუ-იორკში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში. ROOMS-ის ბრენდი ძალიან წარმატებით მუშაობს ბოლო წლების განმავლობაში და აქვს პოტენციალი საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს“, -აცხადებს ბერიშვილი.

ცნობისთვის, კომპანიამ პირველი სასტუმრო ROOMS-ი 2012 წელს ყაზბეგში გახსნა. "აჭარა ჯგუფი" ამ ბრენდის სასტუმროებს მართავს თბილისსა და ბაკურიანშიც. მომავალ წელს კი დაგეგმილია ბრენდის კიდევ ერთი სასტუმროს ბათუმში გახსნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები