მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერის თქმით, სულ „აგროკრედიტის პროგრამისთვის" 0.5 მილიარდზე მეტია დახარჯული

61bd96f8f1bb0
ინგა მურუსიძე
18.12.21 17:15
538
„აგროკრედიტის პროგრამაში“ ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 560 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს 121 მილიონი ლარი დაიხარჯება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის შესაქმნელად მეწარმეთა და ფერმერთა გაძლიერება.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაშენებულია 14 000-ჰექტრამდე ახალი მრავალწლოვანი ბაღი. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შექმნილია 250-ზე მეტი ახალი; გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო.

„ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, მეწარმეთა და ფერმერთა გაძლიერება ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის შესაქმნელად. ამ მიმართულებით ჩვენ მიღწევებზე მეტყველებს სტატისტიკური მონაცემები. „აგროკრედიტის პროგრამაში“ ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 560 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელს 121 მილიონი ლარი დაიხარჯება. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ წელს დაახლოებით 20 ათასი კაცით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, ხოლო სოფლად დაქირავებულთა რაოდენობის ზრდამ 40000 კაცს გადააჭარბა. 23 მილიონიდან 96 მლნ-მდე გაიზარდა ღვინის ექსპორტი, ხოლო მიღებული შემოსავლები გაიზარდა 75 მლნ-დან 220 მლნ აშშ დოლარამდე. ბოლო 8 წელიწადში ყურძნის რეალიზაციით ჩვენმა მევენახეებმა 1,8 მლრდ ლარი მიიღეს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 368 პროექტი. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 000 ჰექტარიდან 160 000 ჰექტარამდე გაიზარდა. მათ შორის, სარწყავი წყალი მიეწოდა ისეთ სოფლებს, სადაც 20-30 წლის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ მორწყულა არასოდეს. მნიშნველოვანი პროექტები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 280 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. დღეისთვის დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის მთელი ტერიტორიის 11.5%-ია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები