მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება, ბრიყვია"

6408e2dc584c0
BM.GE
08.03.23 23:30
508
“ექსპო ჯორჯია” დირექტორმა რესან ქიქავამ, მიმადინარე მოვლენებთან დაკაცშირებით სოციალურ ქსლეში დაწერა. "დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება, ის უბრალოდ ბრიყვია",- ამბობს იგი. 

მისივე მოსაზრებით, დემოკრატია არ არსებობს ოპოზიციური მედიის, ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური საჯარო მოხელეების, ოპოზიციური საჯარო ინსტიტუტების და გარეშე.

"ქართველ ხელისუფალთ, უახლესი ისტორიიდან, დემოკრატია არ უნდათ, არ ესმით, არ აწყობთ, არც მოსწონთ. ისე კეკლუცობს ყველა და საქმე-საქმეზე რომ მიდგება - დიქტატორებად იქცევიან.

დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ რეალურად ერთ-ერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება (უკვე მერამდენედ!), ის უბრალოდ ბრიყვია. ამიტომ არის ეს "რუსული კანონი", გალურჯებამდე რომც თარგმნოთ ინგლისურიდან. დემოკრატიის გარეშე კიდე სად იქნება ჩვენი მომავალი - ყველას კარგად მოგვეხსენება.

ჰო და არჩევანი ევროპაში შესვლა-არშესვლაზე კი არ არის - ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენაზეა. ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ "რუსთაველზე" ვიდგებით ყველა, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. და ეს პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე", - წერს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები