მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს ავტო იმპორტი": მეორადი ავტომობილები 10-15%-ით გაძვირდა

620ba7349a9c3
ანუკა ჯოხაძე
15.02.22 21:35
1647
ქვეყანაში მეორადი ავტომობილები გაძვირდა. ამის შესახებ BM.GE-თან ავტოიმპორტიორი კომპანიები საუბრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ფასები 2019 წლის ნიშნულთან შედარებით საშუალოდ 10-დან 15%-მდეა გაზრდილი.

"კავკასუს ავტო იმპორტის" გაყიდვების ხელმძღვანელი ალექსანდრე ვეკუა აცხადებს, რომ ფასების ზრდის მიზეზი ამერიკის ბაზარზე ახალი ავტომობილების წარმოების შენელება გახდა.

მისი თქმით, პანდემიამ ამ მიმართულებით პროცესები შეანელა, რის გამოც მთელი დატვირთვა მეორადი ავტომობილების ბაზარზეა გადმოსული

“მეორად ავტომობილებზე ფასები დაახლოებით 10-15%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ამერიკაში პანდემიის პერიოდში გართულებულია ახალი ავტომობილების წარმოება, ანუ მიწოდებაში არის პრობლემები შექმნილი. შესაბამისად, მოთხოვნა, რაც არის სრულად გადმოვიდა მეორადი ავტომობილების ბაზარზე. ის ადამიანები, ვისაც მეორადი ავტომობილების ჩანაცვლება ახლით უნდოდათ, ვეღარ ყიდულობენ ახალს, შესაბამისად, აღარ ყიდიან თავიანთ მეორად ავტომობილს. ხოლო მათ, ვისაც ყიდვა უნდოდათ, ცდილობენ ახლის ალტერნატივა მეორად ბაზარზე მოიძიონ. გამოდის რომ მოთხოვნა არის, ხოლო მიწოდებაში არის პრობლემები", - აცხადებს ალექსანდრე ვეკუა.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში იმპორტით 1,1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 898 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ამასთან, იმპორტირებული ავტომობილების დიდი წილი რეექსპორტით სხვადასხვა ქვეყანაში გადის, მათ შორის 2019 წელს რეექსპორტმა 732 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 456 მლნ აშშ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები