აშშ საელჩო საქართველოში "ნაპოლის" სერია A-ს გამარჯვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ვუერთდებით საქართველოსა და ნეაპოლში მიმდინარე საყოველთაო დღესასწაულს. საქართველოს მომავალი მართლაც ევროპაშია, სადაც მისი შესაძლებლობები რეალიზდება და ისევე იბრწყინებს მთელი მსოფლიოს დასანახად, როგორც დღეს ქართველი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია.
გილოცავთ, ეს მხოლოდ დასაწყისია", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" სერია A-ს გამარჯვებული არსებობის ისტორიაში გუშინ მესამედ გახდა.