მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვარაზისხევის საცობისგან განმუხტვა მარტივია" - მევლუდ მელაძე

62f0b9f0a387a
მარიამ ვარადაშვილი
08.08.22 20:55
1336
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ ვარაზისხევზე ხშირად არსებული საცობის განტვირთვა შესაძლებელია თუ შუქნიშანი მძღოლებს გადაადგილებისთვის უფრო მეტ დროს მისცემს.

ქალაქში არსებულ საავტომობილო გადაადგილებასა და შექმნილი საცობების განტვირთვაზე მელაძემ სწორედ ვარაზისხევის მაგალითზე გადაცემა BMG Drive-ში ისაუბრა. 

“საცობი ყოველთვის კონკრეტულ კვანძებზეა. ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ კვანძზეა საჭირო პრობლემის მოგვარება. მაგალითად, ვარაზისხევზე რომ ადიხართ, აღმართზე ძალიან დიდხანს ანთია შუქნიშანზე წითელი. ვარაზისხევის განმუხტვა მარტივია, უბრალოდ საჭიროა უფრო გრძელი მწვანე შუქნიშანი იქ ამავალი მანქანებისთვის. არ შეიძლება შუქნიშანზე მოკლე მწვანე იყოს, რადგან ყველაზე მეტ დროს ადამიანი ავტომობილის დაძვრაში ხარჯავს. შუქნიშანზე მწვანეს ანთების შემდეგ 3-4 წამამდე ადამიანს ავტომობილის დაძვრაზე სჭირდება. როცა სულ 15 წამია ანთებული შუქნიშანზე მწვანე ეს ნიშნავს, რომ 3-4 მანქანა დავიძრებით მხოლოდ და უკანა ნაკადი ვერაფერს მოასწრებს. თუ ადამიანს მართვის მოწმობა ახალი აღებული აქვს, ან ხანშიშესული ზის საჭესთან შესაძლოა 2-3 წამით მეტიც დასჭირდეს”, - განმარტა მევლუდ მელაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები