მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის - არჩუაძე

639849f506079
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.22 20:49
801
საქართველოსა აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში დამატებითი მიმართულებების ფრენების დანიშვნა, მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად დამატებით სამუშაო ადგილს ქმნის. ამის შესახებ თამარ არჩუაძემ ქუთაისის აეროპორტიდან 5 მიმართულებით დამატებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახალი 5 მიმართულება 2019 წლის მაჩვენებლების მოსალოდნელზე ადრე აღდგენის საშუალებას იძლევა.

„მოხარულები ვართ, რომ 2023 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 მიმართულება დაემატება - მადრიდი, ფრანკფურტი, ბრიუსელი, ჰამბურგი და პოზნანი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 27 მიმართულება 2019 წლის მაჩვენებლების სრულ აღდგენად ჩაითვლება. რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგენის პროგნოზებს წინმსწრებად ვასრულებთ.

ასევე, ქუთაისის აეროპორტი 1 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება, შესაბამისად ეს ქუთაისისთვის ისტორიული წელიწადი იქნება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად დამატებითი სამუშაო ადგილები იქმნება. ქუთაისში წელს უკვე ავიყვანეთ დამატებით 30 ადამიანი, რომელმაც გაიარა სტაჟირება და სამუშაოდ დარჩნენ, შესაბამისად კონტრაქტორები რომლებიც ქუთაისის აეროპორტს ემატებიან დამატებით ასაქმებენ პერსონალს. პერსონალს პირდაპირ ასაქმებს ავიაკომპანია WizzAir, რომელიც ქუთაისშია ბაზირებული. ამიტომ მთლიანად რეგიონში ვთვლით, რომ ეს ძალიან დიდი და პოზიტიური ცვლილებაა“, - განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა. 

ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ი ხუთი ახალი მიმართულებით იფრენს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები