მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალს იღებს საქართველო ტრაილერების გატარებით? - მაჩვენებლები რეკორდულია

63b52498a0145
ნინო ტაბატაძე
04.01.23 11:02
11509
საავტომობილო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა, პირველად ისტორიაში, 100 მილიონს გადააჭარბა.

კერძოდ, 2022 წლის 11 თვეში საქართველოს ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან მიღებულმა შემოსავალმა 112.10 მლნ ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2021 წლის ჯამურ მონაცემზე თითქმის 1.7-ჯერ მეტია.

მხოლოდ ნოემბერში საქართველოს დერეფანში 38 792 ტრაილერმა გაიარა, ბიუჯეტში შენატანი კი 13 577 160 ლარი იყო.

2022 წლის ნოემბრის მონაცემს თუ შევადარებთ, დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 57.5% ანუ 14 177 ერთეულით იყო გაზრდილი.

გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი:

• 2022 წლის 11 თვე - 112.1 მლნ ლარი
• 2021 წლის 11 თვე - 60.5 მლნ ლარი

გზათსარგებლობიდან შემოსავლების ზრდა ორმა ფაქტორმა განაპირობა - საქართველოს დერეფანში გაიზარდა სატვირთო გადაზიდვები, ასევე 2022 წლიდან გაძვირდა გზათსარგებლობის საფასური. თუ საქართველოს გზებზე მოძრავი თითოეული ტრაილერი გზათსარგებლობისთვის 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, 20 ივნისის შემდეგ გადასახადი 350 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები