მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმეზე კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო

64afdd573e69a
BM.GE
13.07.23 15:26
392
„რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ საქმეზე სააგენტომ მოკვლევა არ დაიწყო - ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ინდ. მეწარმე იური კოლპაკის საჩივარი, შპს „რედ-კო მენეჯმენტ გრუპის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) და 11³ (ეკონომიკური აგენტების არაკეთილსინდისიერი ქმედებების აკრძალვა) მუხლების შესაძლო დარღვევის ფაქტზე დაუშვებლად ცნო.

საკითხი დუშეთის რაიონის სოფელ კაიშაურებში, „მთა ვარცლას“ მიმდებარედ მრავალფუნქციურ კომპლექსში მდებარე აპარტამენტებში გარკვეული კომუნალური სერვისების მიწოდების შეწყვეტის საკითხს შეეხებოდა. სააგენტოში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ საჩივარი კანონმდებლობით დადგენილ მატერიალური დასაშვებობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და კონკურენციის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის გონივრული ეჭვი არ არსებობდა, შესაბამისად, სააგენტომ აღნიშნულ საკითხზე მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

ცნობისთვის, 2023 წელს, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველის არ არსებობის გამო, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო: რედ-კო მენეჯმენტ გრუპის, ყაზბეგი 1881, ი/მ ნუნუ კინწურაშვილის, შპს რეტკოს და მედ ფარმას გრუპის საქმეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები