საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
ზელენსკიმ ემანუელ მაკრონს, უკრაინისთვის, მსუბუქი ტანკებისა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
“გრძელი და დეტალური საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მადლობა გადავუხადე უკრაინისთვის მსუბუქი ტანკებისა და „ბასტიონის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის გადაწყვეტილებისთვის.
შევთანხმდით ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად შემდგომ თანამშრომლობაზე და ასევე "მშვიდობის ფორმულის" იმპლემენტაციაზე მუშაობაზე. მადლობა, მეგობარო! შენი ლიდერობა ჩვენს გამარჯვებას აახლოებს”, - წერს ზელენსკი.