მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან მანდარინის საექსპორტო ღირებულება 54%-ით გაიზარდა - TOP-ქვეყნები

6188f4554ff58
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.21 19:28
715
2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი სომხეთში (383 ტონა), რუსეთში (67 ტონა), უკრაინასა (18 ტონა) და სლოვენიაში (10 ტონა) განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები