საქართველოდან რუსეთში ექსპორტიორი და იმპორტიორი TOP-10 კომპანია
თელარა გელანტია
11.02.23 15:13
• 2238
რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ორ ქვეყანას შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდი დოლარი გახდა. 79%-ით გაიზარდა იმპორტი და ის რეკორდული 1.83 მილიარდი დოლარი იყო; ექსპორტი კი 6.8%-ით გაიზარდა, 651 მილიონ დოლარამდე.
საქართველოს TOP-5 საექსპორტო საქონელი რუსეთში:
1) ღვინოები - $161 მილიონი, ზრდა 23%; 2) ფეროშენადნობები - $109 მილიონი, კლება 37%; 3) მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - 76 მილიონი, ზრდა 338%; 4) სპირტიანი სასმელები - $57 მილიონი, ზრდა 38%; 5) მინერალური და მტკნარი წყლები - $51 მილიონი, კლება 16%.
BMG-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც შარშან რუსეთში ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი გაყიდეს:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი; სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა; სს ლომისი; შპს Bolero & Company; შპს GVMT Group; შპს ასკანელი ძმები; შპს დემე; შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია; შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა; შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი;
საქართველოს TOP-5 საიმპორტო საქონელი რუსეთიდან:
1) ნავთობპროდუქტები - $623 მლნ, ზრდა 361%; 2) ბუნებრივი აირი (მათ შორის ავტოგაზი) - $112 მილიონი, მატება 24%; 3) ხორბლის ფქვილი - $67 მლნ, მატება 478%; 4) ხორბალი - $62 მილიონი, კლება 29%; 5) კოქსი და ნახევარკოქსი (ქვანახშირი) - $59 მილიონი, ზრდა 152%.
რაც შეეხება კომპანიებს, რომელთაც რუსეთიდან ყველაზე მეტი ღირებულების საქონელი იყოს, TOP-10 კომპანიის სია ასეთია: