მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 8 თვეში $24.4 მლნ-ის მზესუმზირის ზეთი შეიძინა - მთავარი ბაზარი რუსეთია

6331aa48bb95c
ვიქტორია მღებრიშვილი
27.09.22 09:50
839
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი თითქმის განახევრდა. თუ გასული წლის 8 თვეში საქართველომ 23 393 ტონა ზეთი შეიძინა და ამისთვის ქვეყნიდან 34.1 მლნ დოლარი გადაიხადა, წელს ამავე პერიოდში მზესუმზირის ზეთის იმპორტის მოცულობამ 12 991 ტონა, ხოლო ღირებულებამ 24.4 მლნ დოლარი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მიმდინარე წლის მოცულობები არათუ 2021 წლის, არამედ 2020-ს და 2019 წლის მაჩვენებელსაც ჩამორჩება. ღირებულებით კი 2020 (23.5 მლნ დოლარი), 2019 წლების (22.3 მლნ დოლარი) მაჩვენებელს აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ტრადიციულად საქართველოსთვის მზესუმზირის ზეთის მთავარ საიმპორტო ბაზრად რუსეთი რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან ზეთის იმპორტი განახევრდა. იმპორტიორი ქვეყნების სამეულში კი, ომის მიუხედავად იანვარ-აგვისტოში განხორციელებული იმპორტით უკრაინაც მოხვდა. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ზეთის საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი შემდეგნაირია:

1. რუსეთი - 19.7 მლნ დოლარი, 10 594 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 3.1 მლნ დოლარი, 1 545 ტონა;
3. უკრაინა - 683.7 ათასი დოლარი, 387 ტონა;
4. თურქეთი - 450 ათასი დოლარი, 212 ტონა; 
5. ყაზახეთი - 386 ათასი დოლარი, 203 ტონა;

მცირე მოცულობებით მზესუმზირის და ალისარჩულის ზეთის იმპორტი ამ პერიოდში სომხეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ბელარუსიდან და საფრანგეთიდანაც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები