მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბორჯომში კოტეჯი Mitarbi Silence გაიხსნა

61b6f1ccbbb13
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.21 11:54
471
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ მიტარბიში, კოტეჯი Mitarbi Silence გაიხსნა. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, "საქართველოს ბანკმა" 38,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო.

გარდა იმისა, რომ Mitarbi Silence-ი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა, აქ მოსულ სტუმრებს კომფორტისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ყველა საჭირო ინვენტარი დახვდებათ, მათ შორის: წიგნები, ვიდეო თამაშები, პროექტორები, ტელესკოპი და სხვა.

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ წარმატებით გავხსენით პირველი კოტეჯი და სულ მალე, დამატებით 2 კოტეჯიდან კიდევ უფრო მეტი სტუმრის მიღებას შევძლებთ. სამივე კოტეჯი ჯამში 16 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა აქ არ ვჩერდებით და ვგეგმავთ კიდევ უფრო გავფართოვდეთ. ჩვენ ორიენტირებული ვართ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ დამსვენებლებს, ამიტომ ვგეგმავთ უახლოეს მომავალში მათ სამთო ტურებიც შევთავაზოთ, როგორც საფეხმავლო, ასევე ცხენებისა და კვადროციკლის გამოყენებით“, - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი დავით ხვედელიძე.

„მოხარული ვართ, კიდევ ერთ ადგილობრივ წამოწყებას დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ ისეთი პროექტები, როგორიცაა Mitarbi Silence, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს კი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები