მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველას სურს, ევროკავშირის ნაწილს წარმოადგენდეს - უნგრეთის ელჩი

640ae11c4e859
გიორგი არონია
10.03.23 14:09
916
უნგრეთის ელჩი ანა მარია შიკო უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე კომენტარს ვერ აკეთებს, რადგან თვლის, რომ კანონების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. ამის შესახებ მან დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, „შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP), საპატიო საბჭოს პირველ შეხვედრაზე დასწრებისას BMG-ის განუცხადა. 

"ჩვენი წესის თანახმად, მიმდინარე სამართლებრივ პროცედურებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და კანონები თქვენით უნდა მიიღოთ. ერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ უნგრეთს საკმაო გამოცდილება დაუგროვდა ევროკავშირთან და ბრიუსელთან მოლაპარაკების კუთხით. გირჩევთ, არასდროს დანებდეთ, გაიგოთ რა გინდათ რომ მიიღოთ და რა გინდათ, რომ გააკეთოთ, როგორც სახელწიფომ, წარმოადგინეთ ეს ხედვები თქვენით და ისაუბრეთ, ისაუბრეთ უფრო ხშირად. ესაა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ - ზოგჯერ უფრო წარმატებულად, ზოგჯერ ნაკლებად, ზოგჯერ ხმამაღლა, ზოგჯერ კი ჩუმად. თუმცა, რაღაცის მიღება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იცით რა გინდათ და ამისთვის იბრძოლებთ.

ვფიქრობ, გულით ახალგაზრდა ადამიანი ვარ და როცა ასეთი ხარ, შეგიძლია ნებისმიერი მისწრაფება გქონდეს. ჩემი გამოცდილებით. საქართველოში ყველას სურს იყოს ევროპელი და წარმოადგენდეს ევროკავშირის ნაწილს, ასე რომ საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ევროპაში ყველა შევა: ახალგაზრდა, მოხუცი, არც ისე ახალგაზრდა და არც ისე მოხუცი - ყველა ევროპაში!" -აცხადებს შიკო.

დიპლომატმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობასა და შავი ზღვის პლატფორმის“ (BSP), საპატიო საბჭოს პირველ შეხვედრაზეც ისაუბრა. 

"საქართველო ევროპული ქვეყანაა, ევროპული ფესვებით, ევროპული კულტურით და ქრისტიანული წარსულით. საქართველო კავშირშია ყველაფერთან, რაზეც ევროპა უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში იზრდებოდა. ევროპასთან ბიზნესის კეთება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და რაც უფრო ახლოს ხარ ევროპის მთავარ ბირთვთან, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ის. ვფიქრობ, დღეს, შავი ზღვის მსგავსი მცირე ზომის ზღვა ერთმანეთს კი არ გვაშორებს, არამედ გვაკავშირებს.

დღეს “ევროკავშირი-საქართველოდ ბიზნეს საბჭოს” მიერ ორგანიზებულ შესანიშნავ კონფერენციას ვესწრებით და ვფიქრობ, უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ ჩვენი მეგობრებისგან, მსოფლიო ბანკისგან, ევროპული საინვესტიციო ბანკისგან და ამერიკის შეერთებული შტატებისგან, თუ როგორ უჭერენ ისინი მხარს ამ პროექტს. ამ ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს და შავი ზღვის გავლით, გავლით აზერბაიჯანული და შეიძლება ქართული მწვანე ენერგია რუმინეთსა და უნგრეთში მოხვდება, რომელსაც მე წარმოვადგენ. რასაკვირველია, ენერგიის მომწოდებლების დივერსიფიკაცია გვსურს, ასე რომ ყველა ამ შესაძლებლობას ვაფასებთ. სამხრეთ კავკასიასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენს აზერბაიჯანელ და ქართველ მეგობრებთან ვახორციელებთ", - აღნიშნა უნგრეთის ელჩმა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები