როგორც bm.ge-ის მიერ სოფლის განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, აღნიშნული საკრედიტო პორტფელიდან 1.7 მლრდ კახეთზე მოდის.
აღსანიშნავია ისიც, რომ კახეთია ლიდერი პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოები მიხედვითაც.
ცნობისთვის: სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ 2013 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების გაფართოებასა თუ ახლის შექმნაში და ამ მიზნით იაფი ფულადი რესურსით უზრუნველყოს ისინი.