მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტკბილი ქვეყნის” პროდუქციაზე ფასები იზრდება

62320fc42bce5
ლიკა გურაბანიძე
17.03.22 20:25
1139
გაძვირებული ლოგისტიკის ხარჯების და იმპორტირებულ ნედლეულზე მომატებული ფასების გამო, “ტკბილ ქვეყანაში” რამდენიმე დღეში ფასები მინიმუმ 12%-ით გაიზრდება. ამის შესახებ Bm.ge-ს “ტკბილი ქვეყნის” კომერციულმა დირექტორმა კახაბერ ყრუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კომპანია ამ დრომდე ფასების შენარჩუნებას ახერხებდა, თუმც რუსეთ-უკრაინის ომმა ვითარება მათ სექტორშიც შეცვალა.

“ბოლო სამ კვირაში საავტომობილო გადაზიდვების ფასები საგრძნობლად შეიცვალა, რაზეც 25-30%-ით მატება ფიქსირდება. კერძოდ, ფასები $1 800-დან, $2 500-მდე გაიზარდა. ამას გარდა, ავტომობილების დეფიციტია. რაც შეეხება ნედლეულის იმპორტს ის 20%-ით გაძვირდა, თუ საქართველოში ტომარა ფქვილის ფასი 87 ლარი იყო, დღეს უკვე 100 ლარია. ფქვილის ძირითადი მომწოდებელი რუსეთია.

თუ პროდუქციის გაძვირების თვალსაზრისით კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვანთ. მაგალითად, პროდუქტი, რომელიც სამი კვირის წინ 5.80 ლარი ღირდა, გაძვირების შემდგომ 6.85 ლარი ეღირება, 8-ლარიანი პროდუქტი კი 9.50-იანი შესაძლოა გახდეს.” - განმარტა კახაბერ ყრუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები