ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამინისტრო ტვიტერზე წერს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაუარესდება.
“შეშთოთებული ვართ კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს “უცხოურ აგენტებად” აცხადებს. პროექტი არის ქართველი ხალხის მტკიცე ევროპულ მისწრაფებისა და ადამიანის უფლებებს ვალდებულების წინააღმდეგ. ეს უარყოფით გავლენას მოახდენს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. მოვუწოდებთ დეპუტატებს დემოკრატიული ინტერესების მიხედვით იმოქმედონ”,-წერია განცხადებაში.
“ქართული ოცნებისგან” გამოყოფილმა ჯგუფმა “ხალხის ძალამ” პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტით შემოდის უცხოური გავლენის აგენტის ცნება.
კერძოდ, ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. გასული კვირის ბოლოს, საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ ის რუსული კანონის ანალოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონთან კავშირი არ აქვს. მმართველმა პარტიაკანონპროექტის დარეგისტრირებიდან მალევე განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ "ხალხის ძალის" ინიციატივას.
ვრცლად ნახეთ აქ: რას გულისხმობს კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტებზე“?