მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, მოერიდეთ საკრუიზო მოგზაურობას - CDC

61cea4e446fce
თათია კაკიაშვილი
31.12.21 12:55
562
ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, თავი აარიდონ საკრუიზო გემით მგზავრობას იმ რეკორდული covid-ინფიცირების მატების ფონზე, რომელიც კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ“ ვარიანტითაა გამოწვეული. ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

"სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებსაც კი შესაძლოა, COVID-ის ვარიანტებით ინფიცირების და გავრცელების რისკი დაემუქროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურები, რომლებსაც მძიმე ან ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, მოერიდონ მოგზაურობას საკრუიზო გემებით, მათ შორის მდინარის კრუიზებითაც",  - წერია დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

CDC-ში იმასაც ამბობენ, რომ ვირუსი იოლად ვრცელდება გემებზე მყოფ ადამიანებს შორის, შესაბამისად, საკრუიზო მოგზაურობის დროს „დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია“.

ამასთან, „ომიკრონის“ გამო ავიაკომპანიების ინდუსტრია უკვე განიცდის რიგ შეფერხებებს, რადგან საშობაო რეისების დიდი ნაწილი, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების გამო, გაუქმდა ან გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები