მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვლადიმერ ჩაჩიბაია პარლამენტის დავტოვებას ითხოვს - დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა არ მისცა

641739d68a89c
ალა ისპირიანი
19.03.23 20:25
1491
“ქართული ოცნების” დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელმაც რუსულ კანონს ხმა არ მისცა, პარლამენტის დატოვებას ითხოვს. ამის შესახებ მან "დროებასთან ინტერვიუში განაცხადა.

"ვფიქრობ საპარლამენტო ცხოვრებისთვის მზად არ აღმოვჩნდი. იცით რომ 30 წელი ჯარში ვიყავი. ჩემი პირადი სურვილია გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ. მაგრამ ამავდროულად ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი.

ვფიქრობ, ალბათ, საჯარო ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე, დავუშვათ, საპარლამენტო ცხოვრებაში. მანდატს დავტოვებ და ალბათ გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა, საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ. ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე მქონდა და ჩემი პოზიცია ფაქტობრივად ყველამ იცის. თუმცა, ვნახოთ... რაღაც არის, რაც დავუშვათ დამატებით განხილვას საჭიროებს.

ჩემი ნეიტრალური პოზიცია, რაც [პარლამენტში რუსული კანონის კენჭისყრაზე] დავაფიქსირე, გარკვეულ ახსნას ეფუძნებოდა. ვფიქრობ, არის გარკვეული საკითხები, რომელიც შიდაპარტიულ განხილვას საჭიროებს, ვიდრე ასე საზოგადოდ მსჯელობას. ამას ჩემთვის დავიტოვებ, რადგან არის საკითხები, რომელიც ეხება ამ დოკუმენტის არა მხოლოდ შინაარს, არამედ, დროის საკითხსაც", - განაცხადა მან "ფორმულასთან" ინტერვიუში. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ჩაჩიბაია ერთ-ერთი იმ დეპუტატთაგანია, რომელმაც ე. წ აგენტების შესახებ რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები