პროექტ “გალფი ბავშვებისთვის” ფარგლებში ჯამში 1,016,000 ლარი შეგროვდა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 500-ზე მეტ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახზე გადანაწილდება. პროექტი გალფის ქსელში, 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც გალფის მომხმარებლების მიერ გალფ კლუბის ბარათით შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 10 თეთრი სპეციალურ ანგარიშზე ირიცხებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, გალფის მხრიდან მოხერხდა 1 500-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახთან დაკავშირება. ოჯახები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას მიიღებენ დაკომპლექტებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მედიის შესაბამისი ჯგუფების და ტელევიზიებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.