მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინით აცრა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასოა

619caa604e70a
ინგა მურუსიძე
23.11.21 12:51
795
1-ელ დეკემბრამდე გრიპის ვაქცინით აცრა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასოა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს. მსურველებს ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია.

აშშ-iს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა", - ნათქვამია NCDC-ს ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა ამ დრომდე ფასიანი იყო. განისაზღვრა რისკ-ჯგუფები, რომელთათვისაც აცრა უფასო უნდა ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის უფასო იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები