2023 წლის 1-ელი აგვისტოდან, მოვაჭრისგან ინფორმაციის მიუღებლობის ან არასრულად მიღების შემთხვევაში, სათანადო შეტყობინების შემდეგ, კონკურენციის სააგენტო მოვაჭრეს ჯარიმას დააკისრებს, რასაც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. ჯარიმის ოდენობა პირველ ეტაპზე 500 ლარს შეადგენს. ჯარიმის დაკისრებიდან 1 წლის განმავლობაში, იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში კი მისი ოდენობა 1 000 ლარით განისაზღვრება.
სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრისადმი დასაკისრებელი ჯარიმის მინიმალური ოდენობა 600 ლარი იქნება.
სტუმარი: თამარ გოგოლაშვილი - Onway.ge-ს დამფუძნებელი და “ელექტრონული კომერციის ასოციაციის“ პრეზიდენტი;