მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივლისიდან ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები ამოქმედდება - რა იცვლება უძრავი ქონების ბაზარზე?

BM.GE
31.05.23 13:09
138
სამშენებლო და დეველოპერულ სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში შედის ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები, რომელიც ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის შესაბამისი დადგენილება განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს მაგალითად, შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები. ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეეძლება შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა მათ მიერ მშენებლობაში გამოსაყენებელი მასალები იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული. თუ აკმაყოფილებს, მიიღებს შესაბამისობის დეკლარაციას, რაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი იქნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მშენებლობის გაძვირების მოლოდინი აქვს ბიზნესს. 

ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღების შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასები მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო უკვე მუშაობს და წლის ბოლომდე მზად იქნება შენობების ენერგო სერტიფიცირების წესები, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა, რომელიც შევა ექსპლუატაციაში, მას უნდა გააჩნდეს ენერგო სერტიფიკატი, თუ რომელ ენერგო კლასს მიეკუთვნება. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ენერგო კლასის სერტიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება შენობის ან ფართის გაყიდვა/გაქირავების შემთხვევაშიც.

სტუმარი: გიორგი აბულაშვილი - ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები