1 მარტიდან მშენებლობებთან დაკავშირებულ საკითხებს თბილისის მერია ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეიქმნება სსიპ ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც უკვე 1 ფანჯრის პრინციპით გასცემს მომსახურეობას.
„თუ დღეს მშენებლებს, დეველოპერებს უწევთ სხვადასხვა სამსახურში სიარული, პროექტების შეტანა, ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს ურბანული სამსახური. ეს ხარისხობრივადაც მაგარი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.