მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10-დან 6 ქულა“ - როგორ აფასებს ჩეხეთის ელჩი საქართველოს ბიზნეს-გარემოს

5f82af9152238
თამთა ჯიჯავაძე
11.10.20 12:00
1640
ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა ქვეყანაში არსებულ ბიზნეს-გარემოს აფასებს და მაქსიმუმი 10-დან 6 ქულას უწერს.

„Forbes კვირის“ შესაბამისი კითხვის პასუხად, ჩეხმა დიპლომატმა თქვა, რომ რთულია შეფასების გაკეთება, ვინაიდან, პირველ რიგში, უნდა იყო თავაზიანი ამ ქვეყნის მიმართ და, მეორე მხრივ, უნდა იყო ობიექტური.

"თავდაპირველად, ვიტყვი, რომ ვითარება იცვლება როგორც - საგარეო, მაგალითად, კოვიდის გამო, ასევე, შიდა ფაქტორების შედეგად - საარჩევნო პერიოდის გამო. [შეფასებისას] უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაწყების პროცესიც და ოპერირების პროცესიც. ბევრი ახსნის გარეშე ვიტყვი, რომ 10–დან 6 ქულა საქართველოს ბიზნეს-გარემოს. ყოველთვის არის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ამასთან, ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგია 6 ქულა, ეს ასახავს ბიზნესის კეთების სიმარტივეს, თუმცა, ასევე ზოგჯერ ოპერირების სირთულეებსაც“, – აღნიშნა პეტრ მიკისკამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები