მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 კუბურ მეტრამდე წიფელის ხის მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შეშა
BM. GE
15.09.23 11:56
2

ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევებმა სახელმწიფო ტყეში 10 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. 

"სატვირთო ავტომობილები, დაილუქა და გადაყვანილ იქნა საჩხერის საქმიან ეზოში. ბრაკონიერების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები