მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე 60 მლნ ევრო დაიხარჯება - ირაკლი ხმალაძე

613f047ba4ff4
ვიქტორია მღებრიშვილი
13.09.21 12:05
1933
გურამიშვილი, სადგურის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, რუსთაველი, ისანი, წერეთლის გამზირი და ნაძალადევი - ეს ის მეტროს სადგურებია, რომლის რეაბილიტაციაზე თბილისის მერია 60 მლნ ევროს დახარჯოს.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროექტი EBRD-თან თანამშრომლობის განხორციელდება.

„მეტროსთვის შევიძინეთ და დაახლოებით 2 წლის განმავლობაში შემოვიყვანთ 40 ვაგონს, მოხდება დამატებით 52 ვაგონის კაპიტალური შეკეთება, რომლითაც მგზავრების უსაფრთხოება გაიზრდება.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად ვმუშაობთ და დავასრულებთ პროექტზე მუშაობას, რომლის ფარგლებში 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია განხორციელდება. ეს 60 მლნ ევროიანი პროექტია“, - განაცხადა ხმალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეღავათიანი და კომფორტული მგზავრობის მიზნით ამოქმედდება ვადიანი სამგზავრო ერთკვირიანი, ერთთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტის სისტემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები