მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

102 მცირე ჰესი თუ ნამახვანჰესი? - WEG - World Experience for Georgia

6058bdfb8de31
BM.GE
22.03.21 19:53
1010
"რას მოიტანს ნამახვანჰესის ჩანაცვლება მცირე ჰიდროსადგურებით?“ - არასამთავრობო ორგანიზაცია WEG - World Experience for Georgia Facebook-ის გვერდზე ამ კითხვას სვამს და პასუხსაც თავად სცემს. ორგანიზაციის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„განახლებადი ალტერნატივების სრული სურათისათვის, ამჯერად მცირე ჰიდროსადგურებს განვიხილავთ.

საქართველოში ამჟამად 48 მცირე ჰესი მუშაობს, ჯამური სიმძლავრით 193.3 მგვტ, რომელთა საშუალო წლიური გამომუშავება, ჯამში, 630 გვტსთ-ს შეადგენს. ამ მცირე ჰესების საშუალო სიმძლავრე 4 მეგავატია.

იმისათვის, რომ ნამახვანჰესის ეკვივალენტური 1500 მგვტსთ გამომუშავება მივიღოთ, საჭირო იქნება დამატებით 412 მეგავატი მცირე ჰესების სიმძლავრე ანუ, სავარაუდოდ, 102 მცირე ჰესი. ასეთი ჰესების ღირებულება, დაახლოებით, 800 მლნ დოლარი ანუ დაახლოებით, იმდენივეა როგორც ნამახვანჰესის, თუმცა განთავსდება ასი სხვადასხვა ხეობის მონაკვეთზე. ამავე დროს ნამახვანჰესისგან განსხვავებით, ვერ უზრუნველყოფს სისტემის რეზერვს, რეგულირებას და დამატებითი 600 მგვტ ცვლადი განახლებადი ენერგიის ინტეგრირებას“, - ნათქვამია საჯარო პოსტში.

ცნობისთვის: „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს 4 მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომაა:

1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."
3. გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები