მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

12 დეპუტატი კანონის დარღვევით განაგრძობს სამეწარმეო საქმიანობას - TI საქართველო

61b310d29989f
შოთა ტყეშელაშვილი
10.12.21 12:35
1126
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული ქონებები და მათი სამეწარმეო საქმიანობები შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში 12 დეპუტატია, რომელიც სამეწარმეო რეესტრში ამ დრომდე ფიქსირდება, როგორც სხვადასხვა კომპანიის დირექტორი ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს. 

კანონის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს კომპანიის ხელმძღვანელი, განახორციელოს სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი. ზოგიერთ შემთხვევაში კონკრეტული იურიდიული პირი შეიძლება არც ახორციელებდეს რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატის მიერ შპს-ის დირექტორად ყოფნა მაინც დარღვევას წარმოადგენს. საინტერესოა გარემოება, რომ დამრღვევი დეპუტატები პირველად არ არიან პარლამენტის წევრები და მათ ნაწილს ანალოგიური დარღვევა მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც ჰქონდათ.  

ეს დეპუტატები არიან:

გიორგი გოდაბრელიძე - შპს „სქაივეი“ -ს დირექტორია. ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
აბდულა ისმაილოვი - ინდივიდუალური მეწარმეა, თუმცა არ აქვს დეკლარირებული;
მანუჩარ კვირკველია - შპს „ევროპა ინთერთეიმენთ”-ის დირექტორია; ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
ნონა მამულაშვილი - შპს „Caucasus Consulting International-ის“ დირექტორია, თუმცა დეკლარაციაში არ აქვს მითითებული; მამუკა მდინარაძე - სპს “მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრის” დამფუძნებელი და დირექტორია. დირექტორის სტატუსი არ არის დეკლარირებული;
როსტომ ჩხეიძე - ინდივიდუალური მეწარმეა, ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
დევი ჭანკოტაძე - შპს „გორი 222“ დირექტორია;
ლევან ხაბეიშვილი - ინდივიდუალური მეწარმეა. ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
იაგო ხვიჩია - შპს „მანა ლეგალ კონსალტინგის“ და შპს „თბილისი ლიგალ კონსალტინგის” დირექტორი; ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
დიმიტრი ხუნდაძე - “ხუნდაძის შპს ფირმა დიონისეს” ვიცე-პრეზიდენტი (დეკლარაციაში მითითებულია, რომ ამ კომპანიის საქმიანობა შეჩერებულია); ეს პოზიცია არ არის დეკლარირებული;
თამარ ჩარკვიანი - არის შპს „ქართული სიტყვა, ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკის” დირექტორი; ასევე, შპს მორკინალი 1-ის დირექტორი, ეს ინფორმაცია არ არის დეკლარირებული;
ხათუნა კვიციანი - არის შპს "მუხბეს" დირექტორი. დეკლარაციაში დირექტორის პოზიციაზე ყოფნის პერიოდად უთითებს 15.02.2017-01.02.2018, თუმცა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე არსებული ბოლო ამონაწერის მიხედვით კვლავ იკავებს აღნიშნულ პოზიციას,"- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები