130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვს
ინგა მურუსიძე
23.12.22 14:52
• 489
130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ავრცელებს.
"როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის, ისე ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის შეფასებები უტყუარად ადასტურებს, რომ საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნება ვერ მოხდება და პროცესი წამებით სიკვდილით დასრულდება.
ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან. პრეზიდენტ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმრის, წამებით მოკვდინება სისხლის სამართლის დანაშაულია და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამასთან, ვინაიდან პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ, მისი ღირსების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფო ხელისუფლებას ეკისრება.
პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოვეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი. გასათვალისწინებელია, რომ ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მოიშუშა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ძალადობრივი მოკვდინების ტრავმა.
გაღრმავდება კითხვები საერთაშორისო თანამეგობრობაშიც: არიან კი ქართველები იმ ერთა სიაში, რომელებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობის პრინციპებს და ძალუძთ დემოკრატიულად ხელისუფლებების მშვიდობიანი ცვლა და პოლიტიკური დევნის გარეშე თანაარსებობა.
და ბოლოს, დღეს ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი - უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიიის წინაარმდეგ. როგორი იქნება ისტორიული ვერდიქტი ჩვენს მიმართ, თუ ქართული სახელმწიფო, ამ ისტორიულ დღეებში, მიხეილ სააკაშვილს, პუტინის “პირად მტერს”, ციხეში წამებით მოკლავს?
შესაბამისად, მაღალკვალიფიციური კომისიების დასკვნით, პრეზიდენტ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობაში დატოვება არის მისი წამებით მოკვდინების აქტი, რაც არის უკანონობა, დანაშაული და საერთაშორისოდ აღიარებული ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევა რაც შეუქცევადად დააზიანებს ქვეყნის სტაბილურობას, საერთაშორისო იმიჯსა და ჩვენს ისტორიულ პერსპექტივას.
ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, არ უნდა ჩაგვითრიოს შურისძიების მორევმა; ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არ უნდა დავუშვათ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. იგი სასწარფოდ უნდა გაიგზავნოს სამკურნალოდ უცხოეთში. ეს არის ზეპარტიული მიზანი. ასეა სწორი ისტორიის, პოლიტიკური მიზანშეწონილობის, ჰუმანიზმისა და ცივილიზებულობის პრინციპებიდან გამომდინარე.
მოგიწოდებთ ამ მიზნით გაერთიანებას!", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, 2013-2018 დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2008-2012 ნემო ბურჭულაძე, 1990-1991 წლების პარლამენტის თავმჯდომარე დევნილობაში ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2004-2008 დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, 2012-2016, (ჩანაწერით „ვუერთდები მოთხოვნას“) სერგი კაპანაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, 2016-2020 მიხეილ მაჭავარიანი, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, 2004-2012 ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, 2012-2018 ხათუნა გოგორიშვილი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012 გივი თარგამაძე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, 2004-2012 ნინო ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე-2004-2008 გედი ფოფხაძე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, 2016-2018 გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, 2017-2020 ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, 1996-2001 კონსტანტინე კუბლაშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, 2005-2015 გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2006-2016 ბესო ლოლაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, 2006-10010 ზაზა მეიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2006-2016 ქეთევან ერემაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2006-2016 მაია კოპალეიშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, 2009-2019 ნონა წოწორია, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს (სტრასბურგი) მოსამართლე, 2008-2018 გეგა მგალობლიშვილი, პრემიერ-მინისტრი, 2008-2009 გელა ბეჟუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2005-2008 გიორგი გაბაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2004-2007 კონსტანტინე გაბაშვილი, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 1992-1993 იულონ გაგოშიძე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2008-2009 თორნიკე გორდაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრი, 2012 მირზა (პაპუნა) დავითაია, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, 2009-2012 გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი, 2009-2012 ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, 2008 გიორგი ზედგინიძე, გარემოს და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2012 პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014 თემურ იაკობაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2008-2011 დავით კეზერაშვილი, თავდაცვის მინისტრი, 2006-2008 ალექსანდრე კვიტაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2010 ალექსანდრე (კახა) ლომაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2004-2007, (ჩანაწერით "მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია") გია ნოდია, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრი, 2008 ალექსი პეტრიაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი, 2012-2014 დავით სიხარულიძე, თავდაცვის მინისტრი, 2009 კობა სუბელიანი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, 2008-2012 ეკა ტყეშელაშვილი, ვიცე-პრემიერი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, 2010-2012 ანდრია ურუშაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2010-2012 ვერა ქობალია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, 2010-2012 ირაკლი ღვალაძე , გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008 დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, 2009-2012 დავით ჩანტლაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2007 ვალერი ჩეჩელაშვილი, ფინანსთა მინისტრი, 2005 ზურაბ ჭიაბერაშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2012 გოგა ხაჩიძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, 2008-2012 თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, 2015-2016 ირაკლი აბესაძე, პარლამენტის წევრი, 2016-2020 ნაზი არონია, პარლამენტის წევრი, 2004-2008 ბიმურზა აფრასიძე, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016 ლადო გეგელაშვილი, პარლამენტის წევრი, 2004-2007 ნინო გოგუაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი, 2008-2016 ლევან თარხნიშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2016 მედეა თუშმალიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 რევაზ კემულარია, პარლამენტის წევრი, 1990-1991 მიხეილ მახარაძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 ომარ მეგრელიძე, პარლამენტის დეპუტატი, 2012-2016 ლევან მეტრეველი, პარლამენტის წევრი, 2004-2008 ველოდი მირცხულავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ირმა ნადირაშვილი, პარლამენტის წევრი, 2012-2020 მაია ნადირაძე, პარლამენტის წევრი, 2004-2008 ნოდარ ნონიაშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ხათუნა ოჩიაური, პარლამენტის წევრი, 2008-2012 სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, 2012-2020 გუბაზ სანიკიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 დავით საყვარელიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2015 მარიამ საჯაია, პარლამენტის წევრი, 2012-2016 თენგიზ ჩაჩავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 გოგი ჩიქავა, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ვახტანგ ცაგარეიშვილი, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ნუგზარ წიკლაური, პარლამენტის წევრი, 2008-2016 ბეჟან ჯავახია, პარლამენტის წევრი, 1990-1991 ზურაბ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი, 2012-2016 კახაბერ მიქელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008 კახაბერ სურგულაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, 2004-2008 გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2009-2016 დიმიტრი ქიტოშვილი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2005-2006 გურამ ჩალაგაშვილი, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, 2007-2013 უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი, 2012-2017 გიორგი ტუღუში, სახალხო დამცველი, 2009-2012 დავით რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი, 2013-2018 გიგი კალანდაძე, გენერალური შტაბის უფროსი, 2012 მალხაზ (კახა) აკიშბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2006-2009 ლევან ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, 2004-2012 გიგი უგულავა, თბილისის მერი, 2005-2014 სევდია ურეხელიძე, თბილისის მერის მოადგილე, 2013-2014 პაატა გაფრინდაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2005 გია გეწაძე, საქართველოს (2003-2004) და უკრაინის (2015-2018) იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, 2014-2016 ირაკლი გიორგობიანი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2012 ეკა გურეშიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2003-2005 მიხეილ დოლიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2010-2012 ჯაბა ებანოიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2009-2010 დავით იოსელიანი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, 2008-2012 თამარ კოვზირიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, 2004-2008 გოჩა მამაცაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012 ვამიკო მოსიძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2004-2007 გიორგი მუჩაიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2009 ანა ჟვანია, განათლების მინისტრის მოადგილე, 2008-2009 აკაკი სეფერთელაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, 2009-2012 გუგა სულხანიშვილი, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, 2004-2006 ნოდარ სურგულაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2008-2012 შოთა უტიაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, 2012 ირაკლი ფორჩხიძე, რეინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2010-2012 ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე, 2006-2008 გიორგი ყიფიანი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2009-2012 გიორგი ჩახნაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2009-2012 დავით ცხადაძე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 2008-2012 გიორგი ცხაკაია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2011-2012 დიმიტრი ძაგნიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2005-2012 ბელა წიფურია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, 2004-2008 ზვიად ჭეიშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, 2008 მარინე ჭოღოშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, 2008-2012 ელენე ხოშტარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2007-2012 დავით ჯანდიერი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, 2012-2013 ლევან ჯუღელი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, 2003-2007� გია აბულაძე, აჭარის განათლების,კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2010-2012 ლევან ანთაძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, 2008-2011 თემურ გაბაიძე, აჭარის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, 2011-2012 დონარა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, 2011-2012 ავთანდილ ბოლქვაძე, აჭარის განათლების კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე, 2004-2006 ედნარ აბულაძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე, 2006-2010 ტარიელ აბულაძე, ხულოს გამგებელი, 2005-2007 ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, 2012-2014 რევაზ მიქელაძე, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, 2007-2011 ოთარ ცეცხლაძე, ხულოს გამგებელი, 2004 მიხეილ ავალიანი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, 2007 ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის " საქპატენტის" თავმჯდომარის მოადგილე, 2010-2014 ქეთევან იგნატოვი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2009-2012 ქართლოს ყიფიანი, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, 2004-2006 გიორგი შონვაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე 2006-2013 რატი ჯაფარიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, 2013-2014 გიორგი თარგამაძე, პარლამენტის წევრი, 2008-2012 გიგი თევზაძე, ილიას უნივერსიტეტის რექტორი, 2004-2012 დავით ჩომახიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, 2010-2016 გია მამულაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2010-2013 აკაკი ხუსკივაძე, სსიპ ქ. თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორი, 2010-2013
ამ განცხადებას 130-ზე მეტი ყოფილი მაღალი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობის პირი შეუერთდა.
ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერის მსურველს შეუძლია დაუკავშირდეს რომელიმე ხელმომწერს და დაამატოს თავისი ხელმოწერა.