მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15-20 ოქტომბერი: კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

619a3412426a1
ირაკლი მაკალათია
21.11.21 16:00
1144
გთავაზობთ გასული კვირის (15 – 20 ოქტომბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. საქსტატის დაზუსტებული ანგარიში: 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა
2. 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა
3. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები
4. დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 5000 ლარზე მაღალი ხელფასი
5. მცირდება თუ არა სიღარიბის დონე საქართველოში
6. საქართველოს რეიტინგი კორუფციისა და მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში
7. 2021 წლის ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა
8. ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის ოქტომბერში
9. იპოთეკური სესხების სუბსიდირების შედეგები
10. მთავრობას საინვესტიციო კრედიტების აღების წესში ცვლილებები შეაქვს.


1. საქსტატის დაზუსტებული ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის დაზუსტებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წელს მშპ 6.8%-ით შემცირდა, რაც წინასწარ შეფასებაზე 0.7%-ით მეტია. მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით წარმოდგენილი იყო საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.8%). 2020 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების სექტორი შემცირდა (-44.9%)
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qTHflU

2. 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა

2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონემ 19.5% შეადგინა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი კი ბოლო 4 წლიან დინამიკაში მაქსიმალურია. 2021 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 4,1%-ით გაიზარდა და 15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 52.8% შეადგინა. ამ პერიოდში დასაქმების დონემ 42,5% შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0,7%-ით არის გაზრდილი. დასაქმებულთა 67,3%-ს დაქირავებით დასაქმებულები წარმოადგენენ, ხოლო 32,7%-ს თვითდასაქმებულები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3x6bZBl

3. 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი 24,9%-ით გაიზარდა და 3 392.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტმა კი 7 959.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22,3%-ით მეტია. უმსხვილესი საექსპორტო სამეულ ქვეყნებს წარმოადგენენ: ჩინეთი (520.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (481.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (443.4 მლნ აშშ დოლარი). ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სამეულის ქვეყნებია: თურქეთი (1 418.5 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (812.2 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (705.2 მლნ. აშშ დოლარი). საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთლიანი ექსპორტის 19.3%-ს შეადგენს, ხოლო იმპორტში ყველაზე დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (8,9%).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xlIrzX ; https://bit.ly/3cwoblk ; https://bit.ly/3HDV51H

4. დასაქმებულთა რამდენ პროცენტს აქვს 5000 ლარზე მაღალი ხელფასი

BMG-ის მიერ შემოსავლების სამსახურიდან, მოსახლეობის შემოსავლების შესახებ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ხელფასი 1.17 მილიონ ადამიანს ერიცხებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 48 ათასით იყო გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 5000 ლარზე მაღალი ხელფასი დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 2,3%-ს ჰქონდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3kJqTs3 

5. მცირდება თუ არა სიღარიბის დონე საქართველოში?

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განცხადება, რომ საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის არაერთ ფენაზე ნაწილდება, ამის დასადასტურებლად კი სიღარიბის დღევანდელი მაჩვენებელი 2005-2007 წლის მაჩვენებლებს შეადარა. BM.ge-ს მოცემულ სტატიაში გაეცნობით აღნიშნული ფაქტის შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს წინა წელთან შედარებით სიღარიბის აბსოლუტური ზღვარის მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 1,8%-ით გაიზარა და 21,3% შეადგინა. სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობამ 2021 წლის ოქტომბერში სარეკორდო ნიშნულს 176 927 ადამიანს მიაღწია. ამ ყველაფერს კი ემატება პანდემიის პერიოდში მიღებული შეზღუდვების შედეგად შემცირებული ეკონომიკა, გაზრდილი უმუშევრობის დონე და ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3cAWurv 

6. საქართველოს რეიტინგი კორუფციისა და მსოფლიო კეთილდღეობის ინდექსში

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის ,,Legatum Institute’’-ის გლობალური კეთილდღეობის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველომ “კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყნიდან 53-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით ორი ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია. ინდექსი 12 აგრეგატისგან შედგება, საიდანაც ყველაზე უკეთესი შედეგი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს სუბინდექსში აქვს (44-ე ადგილი). ხოლო 2021 წელს, Trace-ის კორუფციის ინდექსში საქართველომ 29-ე ადგილი დაიკავა და წინა წელთან შედარებით 1 პოზიციით უკან დაიწია. ინდექსის ერთ-ერთ შემადგენელ აგრეგატზე კი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში (interactions with government) კორუფციის რისკების მატება დაფიქსირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/30JjNgt ; https://bit.ly/3qQMK4H 

7. 2021 წლის ოქტომბრის ტურიზმის სტატისტიკა

ეროვნული ბანკის მონაცემებით 2021 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 142.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელს 9,4-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით 46.7%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, III კვარტალში ქვეყანას 210 400 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 2019 წელთან შედარებით 71.3%-ით შემცირებულია. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი რუსეთიდან შემოვიდა (29.2 ათასი ვიზიტორი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/30GpDz5 ; https://bit.ly/3cypYWY 

8. ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2021 წლის ოქტომბერში

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში 206.7 მილიონი აშშ დოლარის გზავნილი გადმოირიცხა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 13,8%-ით აღემატება. საქართველოში ყველაზე მეტი გზავნილი, რაც უკვე ტენდენციას წარმოადგენს, რუსეთიდან გადმოირიცხა (337.3 მილიონი აშშ დოლარი). ტოპ ხუთეულის დანარჩენი ქვეყნები კი არიან: იტალია (315.8 მილიონი აშშ დოლარი); აშშ (233.7 მილიონი აშშ დოლარი); საბერძნეთი (200.7 მილიონი აშშ დოლარი); ისრაელი (152.1მილიონი აშშ დოლარი).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3x4ensq

9. იპოთეკური სესხების სუბსიდირების შედეგები

2021 წლის 1 სექტემბრიდან დაბადებული ბავშვების მშობლებს და ასევე მრავალშვილიან ოჯახებს მთავრობა იპოთეკური სესხების თანადაფინანსებას სთავაზობს. 4 ოქტომბრის მონაცემით, სულ 591 იპოთეკური სესხი დამტკიცდა, რაზეც სუბსიდირების სახით სულ 66.1 მილიონი ლარი გაიცა. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/30GohnO 

10. მთავრობას საინვესტიციო კრედიტების აღების წესში ცვლილებები შეაქვს

ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2022 წლიდან მთავრობა მცირე ზომის საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად საგარეო ვალს აღარ აიღებს და ასეთ პროექტებს ქვეყნის ბიუჯეტიდან დააფინანსებს. თითოეული სესხის აღების წინ კი ეფექტიანობის დეტალური კვლევა ჩატარდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3oQDTgQ 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები