მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5-მილიონიანი ინვესტიცია რუსთავში

BM.GE
06.12.22 09:41
223
რუსთავში, 100%-ით ქართული სამკერვალო ფაბრიკა “დარმატექსი” H&M-ის, Next-ის და S'Oliver-ის სამოსს MADE IN GEORGIA-ს სახელით შეკერავს. კომპანია საწყის ეტაპზე 100 ადგილობრივ თანამშრომელს დაასაქმებს, ხოლო შემდგომ ეს რაოდენობა 200-300 დასაქმებულამდე გაიზრდება. 

როგორც სამკერვალო ფაბრიკის დამფუძნებელმა ელიზბარ ლომინაძემ BM.GE-ს განუცხადა, რომ საწარმოს შექმნაში ჩადებული ჯამური ინვესტიცია 1.5 მლნ ლარია.“დარმატექსი” ექსპორტზე ორიენტირებული იქნება და ის ცნობილი ბრენდებისთვის ქალისა და მამაკაცის სამოსს, ასევე უნიფორმებს შეკერავს.“სამკერვალო ფაბრიკა რუსთავში ნოემბერში გაიხსნა. შეკერილი სამოსი ევროპის ისეთ ქვეყნებში გავა, როგორიცაა იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ. პროექტი აწარმოე საქართველოში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.100% ქართული ინვესტიციაა, რომელიც თითქმის სრულად დანადგარებში და საბრუნავ საშუალებებში დაიხარჯა.” - განმარტა ლომინაძემ. 

ასევე, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სამი მსხვილი ქარხანა გაიხსნება. საუბარია ტექსტილის, სპილენძის კონცენტრატების და სასაწყობო ინფრასტრუქტურის შექმნის პროექტებზე. როგორც ფოთის თიზის დირექტორი დავით ებრალიძე bm.ge-თან განმარტავს, მხოლოდ ტექსტილის წარმოებაში 17 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. საწარმო სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს, სრულყოფილად გახსნის შემდეგ კი 600-მდე ადამიანი დასაქმდება. 

მეორე პროექტი არის სპილენძის კონცენტრატების შემრევი ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაშია და რომლის დასრულება ივარაუდება მიმდინარე წლის ბოლოს. აქ საუბარია იმაზე, რომ შემოვა სხვადასხვა სახის სპილენძის კონცენტრატი, მოხდება მისი შერევა და უკვე საბოლოო პროდუქცია გავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. წარმატებები ჩემო დავით, და იმედია ერთად ვიზეიმებთ ახალი ქარხნების გახსნას საქართველოსთვის.
 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები