სასტუმრო „გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისი“ მაისში გაიხსნება. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ საინვესტიციო ჰოლდინგის „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.
„ვეცადეთ თბილისისთვის არქიტექტურულად და დიზაინერულად განსაკუთრებული შენობა შეგვექმნა, რომელიც არამარტო ტურისტებზე, ადგილობრივ სტუმრებზეც არის გათვლილი. სასტუმრო 80- ნომრიანი იქნება, რომელიც სტუმრებს ძალიან კარგ სარესტორნო მომსახურებას შესთავაზებს, საიდანაც დედაქალაქზე არაჩვეულებრივი ხედები იშლება“, - განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.
„გოლდენ ტულიპ დიზაინ თბილისში“ „ბლოკ ჯგუფმა“, დაახლოებით, 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო. სასტუმრო თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს.