ZEG Tbilisi Storytelling-ი Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ის მიერ დაფუძნებული, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში. წელს ფესტივალის ფოკუსშია უკრაინის ომი და მისი გავლენა მსოფლიოზე. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები და შეხვედრები საერთაშორისო სტუმრებთან ერთად მიზნად ისახავს უკრაინის ომის შედეგების გაანალიზებას, გლობალური პერსპექტივით გააზრებას და ცვლილებებისთვის საჭირო იდეების ინსპირაციას. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების გავლენიანი წარმომადგენლები, მათ შორის MOBY Group-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე საად მოჰსენი, Audible-ის კრეატიული განვითარების უფროსი დირექტორი მართა ლიტლი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, Ukrainska Pravda-ს აღმასრულებელი დირექტორი ანდრეი ბობორიკინი, პულიცერის პრემიის ფინალისტი და WSJ კორესპოდენტი იაროსლავ ტროფიმოვი, უკრაინელი ფილოსოფოსი და UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი ვოლოდიმირ ერმოლენკო, რადიო თავისუფლების გამომძიებელი ჟურნალისტი ნატალია სედლეცკა, ასევე, The New Yorker-ის, Financial Times-ის, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები.