16 დეკემბერს, თბილისში, დიღომში ჰიპერმარკეტ „დომინოს“ კიდევ ერთი მასშტაბური ფილიალი გაიხსნება.
ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე ამოქმედებული ჰიპერმარკეტი, პირველ დღეს, მომხმარებელს სხვადასხვა შეთავაზებით დახვდება: დღის განმავლობაში ყოველი მე-100 ქვითარი უფასო იქნება, ხოლო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე 40%-მდე ფასდაკლება და უსასრულო შეთავაზებები გაკეთდება.
ახალი ფილიალის გახსნისთვის კომპანიამ 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა და 400 სამუშაო ადგილი შექმნა. შედეგად 14 000 კვ.მ-ზე განთავსებული სივრცე მომხმარებელს 50 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს შესთავაზებს.
„ახალი შოურუმი მომხმარებელს პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს. ჩვენთან იპოვით სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებს, ლაქ-საღებავებს, იატაკის ფილებს და უამრავ მნიშვნელოვან დეტალს სახლისთვის, მათ შორის საახალწლო დეკორაციებსა და განათებებს“, - აცხადებენ „დომინოში“.
აღსანიშნია, რომ რეგიონში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი „დომინო“ საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ერთ სივრცეში არამხოლოდ სარემონტო მასალებს, არამედ სახლის ინტერიერისა და ექსტერიერისთვის საჭირო პროდუქტს აერთიანებს. კომპანიის გეგმაში ჰიპერმარკეტების ქსელის კიდევ უფრო გაფართოება და განვითარება შედის, რაც უახლოეს წლებზეა გაწერილი.