საუნივერსიტეტო კლინიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა PCR ტესტები პარაკსევს, 17 აპრილს გადასცა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არ ჰქონიათ კლინიკაში PCR ტესტები, მათ ტესტირების ნაწილში პრობლემა არასდროს შექმნიათ.
„უნიკალურია PCR ტესტები. დავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჩვენს კლინიკას გადმოსცა პარასკევს. ეს არის ამერიკული წარმოების ტესტი, ბევრი გვაქვს - 1000 ცალი; რომ გითხრათ, რომ დიაგნოსტიკის პრობლემა გვქონდა - არ გვქონია. უშუალოდ ჩემი მოთხოვნა იყო, ყველა პაციენტი, რომელიც ჩემს კლინიკაში შემოდიოდა, მე ვარ მათზე პასუხისგებელი და ჩვენი ცხოვრების მიზანია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვერდში და აქედან გამომდინარე, არასდროს მინდა რამე გამომრჩეს, ამიტომ ყველას ვუტარებდი ტესტირებას, მათთან ვაგზავნიდით მასალას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.