მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე გამოცხადდა ამომრჩეველთა 41.35% - ცესკო

615869d6950c0
ინგა მურუსიძე
02.10.21 18:17
1009
ცენტრალური საარჩევნო კომისიის  ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 1 446 218 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 41.35%-ია.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  ამ დროისთვის არსებული მონაცემები, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის 41-ე უბანზე 100 ადამიანი შეიყვანეს, რომლებიც არ იყვნენ ამომრჩეველთა სიაში და მათ ხმა მიაცემინეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

"თელავის 50-ე უბანზე დამკვირვებელი ნაკადის მომწესრიგებლის ნაცვლად იდგა, რაც პროცედურულ დარღვევას წარმოადგენს და ამ დროისთვის ეს გაურკვევლობა აღმოფხვრილია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდუბეში, 41-ე საარჩევნო უბანზე, აღმოჩნდა მთაწმინდის ბიულეტენები. შედგენილია სამართალდარღვევის აქტი და ახსნა-განმარტებაც დაწერილია. საუბნო საარჩევნო კომისია იმსჯელებს აღნიშნულზე და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე გრძელდება", - განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები