საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა. შედეგად, რეფინანსირების განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. სებ-ის განმარტებით ინფლაციის კლებადი ტენდენცია ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის შემცირების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, ცენტრალური ბანკი განმარტავს, რომ ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ფრთხილი ბიჯებით გაგრძელდება. ფინანსთა სამინისტრო სების მონეტარულ პოლიტიკას ეთანხმება. მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა საქმის კურსთან აცხადებს, რომ ინფლაციის დაბალი დონე სების და მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. რეფინანსირების განაკვეთის შემცირება კი ეროვნული ბანკის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა.