მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

189 ათასი ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღვკვეთეთ - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური
BM. GE
15.08.23 10:40
5

შემოსავლების სამსახურის  ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ცნობით, ყაზახეთის მოქალაქეების  კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ორ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ძვირფასეულობა საკვები პროდუქტების შეფუთვებში და ტაქსის მომსახურებით მოსარგებლე ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში, მალულად ჰქონდათ განთავსებული.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულება დაახლოებით 189 ათასი ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები