მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1991 წლის შემდეგ პირველად, გერმანიამ თვე სავაჭრო დეფიციტით დაასრულა

62c3f0e2da903
გიორგი თოლორდავა
05.07.22 13:10
985
გასული 30 წლის განმავლობაში პირველად, გერმანიის ექსპორტის მაჩვენებელს იმპორტმა გადაუსწრო და თვე სავაჭრო დეფიციტით დასრულდა.

სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მაისში ექსპორტის საერთო მოცულობა 0.5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 2.7%-ით გაიზარდა, რის შედეგად, სავაჭრო დეფიციტმა $1 მილიარდი შეადგინა.

ექსპერტების შეფასებით, დეფიციტის გამომწვევი მთავარი მიზეზი ევროპის მასშტაბით ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირებაა, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს გერმანიის საწარმოო შესაძლებლობებზე, მრეწველობის ინდუსტრიასა და ექსპორტის საერთო მოცულობაზე.

„გერმანელ ექსპორტიორებს სულ უფრო მეტად უჭირთ ფასების შენარჩუნება, რადგან მიწოდების ჯაჭვის პრობლემები წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის“, - განაცხადა გერმანული სავაჭრო და ინდუსტრიული ასოციაციის ხელმძღვანელმა ვოლკერ ტრეიერმა.

ექსპორტის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად უკრაინასა და რუსეთში მოთხოვნის მკვეთრი შემცირებაც სახელდება. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთმა უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ რუსეთისთვის პროდუქციისა და სერვისების მიწოდებაზე უარი განაცხადა, რაც, თვის მხრივ, ნეგატიურად აისახება ექსპორტის საერთო მოცულობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები