მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2-3 წელიწადში კერძო და საჯარო სექტორში 200 000 შრომისუნარიანი სოცდაუცველი უნდა დავასაქმოთ“

63aafb04395f9
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.22 18:10
518
მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი მომდევნო 2-3 წელიწადში, კერძო და საჯარო სექტორში 200 000 შრომისუნარიანი სოცდაუცველი მოქალაქის დასაქმების პირობას დებს. ამის შესახებ მან 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას მთავრობის მიერ განხორციელებულ სოციალურ პროგრამებზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება დასაქმების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, გეტყვით, რომ ჩვენ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის განხორციელება წარმატებით დავიწყეთ და აღნიშნული პროგრამა კიდევ უნდა გავაფართოვოთ. მომდევნო 2-3 წელიწადში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში 200 000 სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი ადამიანი უნდა დავასაქმოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პირველი მარტიდან გამკაცრებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციების გამკაცრების შედეგად სოციალურად დაუცველი პირებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ აზარტული თამაშები აიკრძალა. აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია თითქმის მილიონ ნახევარი პირი.

ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სამთავრობო პროგრამა, რომელიც შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმებას ითვალისწინებს, უკვე 9 თვეა ძალაშია და ამ პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 23 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი გამოიძებნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები