20 იანვრიდან „ენგურჰესი“ ჩერდება. ამის შესახებ bm.ge-ის შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განუცხადა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესი დაწყებიდან, დაახლოებით, სამ თვეში - აპრილის ბოლოს დასრულდება.
საუბარია, საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბის 2018-2019 წლებში გადადებულ რეაბილიტაციაზე. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას გვირაბი დაშრება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება.
ამ დროის განმავლობაში კი, საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, დაახლოებით, 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება.
მცოცავი ენერგოოკუპაცია - რა (და)უჯდება საქართველოს აფხაზეთის ელექტრომომარაგება