მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“20%-ით მოგვიწია პროდუქციის გაძვირება“ – “უშარო“

64131a3f2178c
ნანუკა ნარიმანიძე
19.03.23 09:00
672
ჩაის წარმოება „უშაროს“ პროდუქციის გაძვირება მოუწია, ამის შესახებ წარმოების დამფუძნებელმა გიორგი სეხნიაძემ Bm.ge-თან ისაუბრა.

„ყველაფრის ფასმა აიწია - შეფუთვა, მუშახელი და ტრანსპორტი გაძვირდა, ამიტომ მოგვიწია ფასების მომატება“ - განმარტა მან.

ამასთან, გიორგი სეხნიაძემ სხვა სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლებთან შედარებით, გაყიდვებმა იკლო.

„ყოველთვის ვიღებდით მონაწილეობას გამოფენებში, ბოლო წლებში სახელმწიფო ფესტივალები აღარ ტარდება, რამაც უარყოფითად იმოქმედა ჩვენს გაყიდვებზე“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის გეგმებშია არყის დამატება: „გეგმაში გვაქვს სხვადასხვა მცენარეებისა და მურაბების არომატით დავამატოთ არაყი, საცდელი პარტია უკვე გავაკეთეთ და ის გატესტვის პროცესშია“.

თუშეთის მცირე საოჯახო წარმოება „უშარო“ 2016 წელს გამოჩნდა და ის მომხმარებელს ხუთი სახეობის ჩაის, სამი სახეობის მურაბასა და სანელებლებს სთავაზობს. ბრენდირებული ჩაის ფასი 12 ლარია. აღსაღნიშნავია, რომ „უშარო“ თუშეთში აგროკაფესაც ფლობს, სადაც სტუმრებს, ჩაის, მურაბებისა და სანელებლების დეგუსტაციას სთავაზობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები