მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

20-მდე მემანქანეს COVID-19 დაუდასტურდა - შეფერხდება თუ არა მეტროს მუშაობა?

5fbe14b5a4c3f
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.20 12:29
3485
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ თბილისის მერტოპოლიტენის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებს ახალი კორონავირუსი დაუდასტრუდათ და ამის გამო პროფესიული გაერთიანება პასუხისმგებლობას სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით BM.GE თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც მეტროპოლიტენის მემანქანეების ინფიცირების ფაქტი დაადასტურეს.

„ვადასტურებთ რომ თბილისის მეტროპოლიტენის 20-მდე მემნქანეს COVID-19 დაუდასტურდა, თუმცა გვაქვს იმის რესურსი რომ ჩავანაცვლოთ ეს ადამიანები, იმისთვის რომ მეტრო არ გაჩერდეს“, - განაცხადეს მერიაში.

„ერთობა 2013“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, პროფკავშირმა ინფიცირების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გარკვეული სქემა ჯერ კიდევ სექტემბერში შესთავაზა, თუმცა კომპანიამ მათი რეკომანდაცია არ გაითვალისწინა, რამაც მეტროს თანამშრომლების დაინფიცირება გამოიწვია.

„გვინდა გაგაცნოთ, ის რეალობა რაც, დღეს მეტროპოლიტენში ხდება COVID-19 თან დაკავშირებით.

სექტემბრში, როდესაც ვირუსმა მნიშვნელოვნად დაიწყო გავრცელება, "ერთობა-2013"-ის გამგეობის წევრები შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიის დირექციას. სადაც, ჩვენის მხრიდან იყო შეთავაზება ვირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების შესახებ. უფრო ზუსტად კი, დასმული იქნა საკითხი, თუ როგორ შეიძლებოდა მეტროს მუშაობის შენარჩუნება მცირედი შეზღუდვებით ისე, რომ მგზავრებიც და თანამშრომლებიც მაქსიმალურად დაგვეცვა დაინფიცირებისაგან.

შეთავაზება გულისხმობდა, დილით 7:00 საათზე მეტროს გახსნას და საღამოს 21:00 ზე ჩაკეტვას. ასევე, ზაფხულის გრაფიკზე გადასვლას, რაც გულისხმობს შედარებით ნაკლები მატარებლის მოძრაობას. ეს შეთავაზება გამოიწვევდა ნაკლები თანამშრომლის, მათ შორის მემაქანის საჭიროებას ყოველდღიურად, ვიდრე არსებულ სიტუაციაში. გვესმის, რომ მგზავრებისათვის შესაძლოა მცირედ დისკომფორტი გამოეწვია ამ ყველაფერს, მაგრამ მეტროს მუშაობის შეწყვეტას (რისი საშიშროებაც რეალურად დგას) აშკარად აჯობებდა.

ამ სქემით, მეტროს (თანამშრომლების) მემანქანის რესურსი გადანაწილდებოდა ისე, რომ ერთმანეთში ვირუსის გავრცელება იქნებოდა მინიმუმამდე დაყვანილი, რადგან 10 დღის განმავლობაში იმუშავებდა გარკვეული რაოდენობა მემანქანეეებისა, შემდეგი 10 დღე სხვა ჯგუფი და ასე შემდეგ. რაც რეალურად შესაძლებელი იყო, თუმცა ეს წინადადება დარჩა უყურადღებოდ”, - ნათვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ერთობა 2013“ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

„მოვითხოვეთ თანამშრომლებისათვის ჩაეტარებინათ კოვიდის ტესტები, ეს კი განახორციელეს ისე, რომ ტესტი ჩაატარეს სისხლის ანალიზებზე, რაც რეალურ სურათს ვერ ასახავს. რადგან დაინფიცირებიდან 5-7 დღეის შემდეგ აჩვენებს ზუსტ პასუხს ხსენებული ტესტი. ანუ, სიმპტომის შემჩნევის მეორე დღეს მიდიოდნენ ტესტზე, სადაც პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითი იყო, დამშვიდებული და ,,ჯანმრთელი" თანამშრომელი ბრუნდებოდა სამსახურში, (რომელსაც, სამი-ოთხი დღის შემდეგ PCR ტესტით დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავისი ხარჯებით გააკეთა) რომელიც, იქცა სხვა თამშრომლების ინფიცირების წყაროდ. გასულ კვირას კი ,,ერთობა 2013"-ის თავმჯდომარის დაჟინებული მოთხოვნით, მემანქანეები გააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე, რომელთა ნაწილს მეორე დღეს, სამუშაოს შესრულების დროს, მოუვიდათ დადებითი პასუხები. ამ დროს მათთან კონტაქტი ჰქონდა კიდევ სხვა ბევრ თანამშრომელს. (მგონი ხვდებით რასთან გვაქვს საქმე).

ახლა არსებული სიტუაცია კი ურთულესია, მეტროს მემანქანეების და სხვა პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია. ეს იმ დროს, როდესაც საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ტელევიზიით გადაიცემა, რაც დამსაქმებელს მოუწოდებს, რომ თანამშრომლის ინფიცირების დადასტურების შემთხვევაში, მოიძიოს მისი კონტაქტები და გადაიყვანოს თვითიზოლიაციაში. მეტროს შემთხვევაში კი ეს ხშირად არ ხორციელდებოდა, რამაც გამოიღო შედეგი და როგორც ავღნიშნეთ თანამშრომლების დიდი რაოდენობა დაინფიცირებულია, რომლებმაც თავის მხრივ დააინფიცირეს ოჯახის წევრები და არამარტო.

ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორს და მენეჯმენტს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, საჭიროა სასწრაფოდ მიღებულ იქნას მკაცრი შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლოა როდენიმე ხნით შეჩერება, რადგან აღარ მოხდეს ვირუსის ესე უკონტროლო გავრცელება”, - აცხადებენ პროფესიულ გაერთიანებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები