მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

200-ლარიან დახმარებას სულ 939 503 ბავშვი მიიღებს, 3 786-მა - უარი თქვა

5fc60ad91694c
ინგა მურუსიძე
02.12.20 10:15
70092
18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარების სამთავრობო პროგრამა დასრულდა. როგორც ცნობილია, კომპენსაციის მიმღებ ყველა პირს შესაძლებლობა ჰქონდა, 1 დეკემბრამდე დარეგისტრირებულიყო და მთავრობისგან 200 ლარიანი კომპენსაცია მიეღო.

დღეის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 943 289 ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მათ რიცხვში შედის 3 786 ბავშვი, რომლის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა, თუმცა რა იყო უარის თქმის მიზეზი, ამას ჯანდაცვის სამინისტროში არ განმარტავენ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან bm.ge-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, ამ დროისთვის თანხა უკვე დაერიცხა 925 224 ბავშვს, ხოლო დარჩენილ 14 279-ს უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად დაერიცხება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე 185 044 800 ლარია გაცემული.

მთავრობის სხვა სოციალური პაკეტებისგან განსხვავებით, აღნიშნული პროგრამა არ გრძელდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები